ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კანონი ერთისთვის და ერთის წინააღმდეგ – კავკასუს ონლაინის საქმე
21 აგვისტო, 2020, 16:04
კანონი ერთისთვის და ერთის წინააღმდეგ – კავკასუს ონლაინის საქმე

თბილისი (GBC) - შესავლის ნაცვლადანუ 9 წლის წინ

ეს ამბავი თითქოს გუშინ მოხდა 9 წელი ისტორიული მოცემულობისთვის დიდი დრო არ არის და გახმაურებული ისტორიებიც ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ისტორიებს აქტიურად ვაშუქებდით

 

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაში მოსვლის შესახებ განცხადება პირველად 2011 წლის 5 ოქტომბერს გააკეთა. ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მხრიდან დაუყოვნებლივ დაიწყო. 11 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს მოულოდნელად მოქალაქეობა შეუწყდა.

თემის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, პარლამენტმა ცვლილებები მიიღო. მმართველის პარტია არც კი მალავდა, რომ ცვლილებები ივანიშვილს მოარგო.

ბრძოლის იარაღად საკანონმდებლო ცვლილებების ციკლიც იქცა. 28 ოქტომბერს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც  სპეციალურად ქართუ ბანკისთვის მიიღეს და მხოლოდ მასზე გავრცელდა.

მიუხედავად ქართუს პროტესტისა, გამოძიება ამ საკითხით მხოლოდ არჩევნების შემდეგ დაინტერესდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკი ქართუს გაკოტრების სქემა გაშიფრა.

2012 წლის აპრილში კანონი ისევ შეიცვალა და პირვანდელი სახე დაიბრუნა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, ბანკმა  114 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა.

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი სქემა ბანკი ქართუს გაკოტრებისკენ იყო მიმართული. სქემაში კი შეთანხმებულად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ ბიზნესმენები და ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებითა და ქვედანაყოფებით.

სქემაში ჩართული ადამიანების ნაწილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენება მისცა2013 წლის 21 დეკემბერს კი კომერციულმა ბანკებმა ქართუ ბანკს ერთწლიანი დაგვიანებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღუდგა.

კანონი, რომელიც ერთი ადამიანისთვის და ერთი კომპანიისთვის მიიღეს, დიდხანს დარჩა ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტებისთვის წამოსაძახებელ თემად.

ქართუს წინააღმდეგ აგორებული კამპანია კი შეფასდა როგორც ბიზნესზე ზეწოლა და პროკურატურაში მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა

 ეს ისე, შესავლის ნაცვლად

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ქართული ოცნების არც მომხრეებს და არც ოპონენტებს დავიწყებიათ ის მთავარი ლოზუნგი, რითაც 2012 წელს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა თავისუფალი ბიზნეგარემო და ბიზნესი სახელისუფლებო ზეწოლის გარეშე.

ამიტომ, კერძო საკუთრებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევის დროს, ცხადია ხელისუფლებას იმას წამოაძახებენ, რასაც თავად აძახებდნენ სხვებს

ერთ-ერთი ასეთი წამოსაძახებელი ამბავი კი ბოლო დროს ყველაზე სკანდალური და გახმაურებული კანონპროექტი გახლდათ, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.

ჯერ ქართული ოცნების რიგებში მყოფი და შემდეგ ოპოზიციაში გადასული ყოფილი პარლამენტარი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ პარლამენტი ნოტარიუსად იქცა

ლევან კობერიძე: „აიპრესთანსაუბრისას აცხადებს, რომ ამ კანონის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა ყველა გამონაკლისი, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.

სხდომებზე ვიხილავდით კანონპროექტს, რომელიც დარიგებულიც კი არ იყო და ცვლილებების ზეპირად მოსმენა გვიწევდა დეპუტებს. ეს იყო არა საპარლამენტო განხილვა, არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის შაპიტოს ცირკად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, არც კი იციან რას დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ სააკშვილის რეჟიმის დროინდელი ნოტარიუსი პარლამენტის მუშაობა ოცნებამ მისი მმართველობის ბოლო წლებში სრულად გადმოაკოპირა.

კანონპროექტი, რომელსაც სახელად ერქვა მთავრობის და სინამდვილეში იყო კომუნიკაცების კომისიის ანუ როგორ მოატყუეს ოპერატორები

 ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (კომისია) 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N -19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად.  კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო ნელგადო ლიმითედში ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ კავკასუს ონლაინი“  წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (ნასყიდობის შებრუნება).

კავკასუს ონლაინისგენერალური დირექტორი, რევაზ კობალაძეაიპრესთანსაუბრისას აცხადებს, რომ იმის შესრულება, რასაც მათგან ითხოვდნენ შეუძლებელი იყო.

რევაზ კოპალაძე: „კავკასუს ონლაინის დამფუძნებელი კომპანიები (ION და Nelgado) დღემდე არ შეცვლილა, შეიცვალა ერთ-ერთი კომპანიის ბოლო ბენეფიციარი, ფიზიკური პირი, ინვესტიცია განხორციელდა უმსხვილესი საერთაშორისო კორპორაცია NEQSOL Holding-ის მიერ, რომლის ბოლო ბენეფიციარს წარმოადგენს აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი. წილის მფლობელი კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში,  ამიტომ კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელობას უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, კავკასუს ონლაინი ვერ შეძლებდა მარეგულირებელი კომისიისთვის შეტყობინებას.

2019 წლის 5 აგვისტოს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

მას შემდეგ, რაც კომპანია სამჯერ დააჯარიმეს, ბოლო ეტაპად რჩებოდა ლიცენზიის გაუქმება, რაც ბაზრისთვის იქნებოდა სრული კატასტროფა მიუხედავად იმისა, რომ პარალელურ რეჟიმში სასამართლო დავები მიმდინარეობდა, კომუნიკაციების კომისია არ დაელოდა მათ გადაწყვეტილებას და მოიფიქრეს სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებით მოეგვარებინათ ეს საკითხი.

ამის შემდეგ: სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მფლობელმა ავტორიზებულმა პირებმა, რომელთა ინტერესებზეც პირდაპირ ახდენდა გავლენას აღნიშნული კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ  მხოლოდ 2020 წლის 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან  ონლაინ შეხვედრიდან შეიტყვეს. შეხვედრისას, კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მათ უთხრა, რომ მთავრობის და არა კომისიის ინიციატივით მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ითვალისწინებს კომისიისთვის უფლებამოსილების მინიჭებას განსაზღვრულ შემთხვევებში დანიშნოს ავტორიზებული პირისთვის სპეციალური მმართველი, ასევე, განახორციელოს აუქციონის წესით ავტორიზებული პირის წილის გასხვისება.

 წერილში, რომლითაც ავტორიზებულმა პირებმა მთავრობს მიმართეს, ვკითხულობთ:

მიუხედავად შეხვედრისას დასმული კითხვებისა და მოთხოვნისაკომისიას ჩვენთვის გაეზიარებინა კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სამუშაო მასალებიკომისიისგან მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან კომისია თავად არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არ ფლობდა კანონპროექტის საბოლოო რედაქციას და არც რაიმე სხვა დამატებით ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრისას კომისიისგან მივიღეთ საჯარო დაპირება, რომ დაინტერესებულ მხარეებს მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავცნობოდით  კანონპროექტს, ინტენსიურ რეჟიმში წარიმართებოდა განხილვები და მოსამზადებელი სამუშაოები.

სინამდვილეში კი მოხდა რა 2020 წლის 6 ივლისსშეხვედრიდან ზუსტად მე-6 დღეს, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კანონპროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა. გამოქვეყნებამდე კი, არცერთ ავტორიზებულ პირს არ მისცემია შესაძლებლობა გაცნობოდა კანონპროქტის სამუშაო ვერსიას, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა კანონპროექტის ინიციატორისთვის და მის შემუშავებაში ჩართული უწყებებისათვის.

უფრო მეტიც, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, მოსმენაზე კანონპროექტი წარადგინა არა მთავრობამ, არამედ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

მთავრობისა და პრემიერ გახარიას მისამართით მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს 8 უმსხვილესი ოპერატორი აწერს, ვკითხულობთ:

განსაკუთრებით ყურადსაღები და სამწუხაროა ეს გარემოება, როდესაც:

() საჯაროდ გამოქვეყნებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ავტორად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მითითებულია კომისია;

() ჩვენთვის მხოლოდ 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ კომისიას არათუ არ მიუწვდებოდა ხელი კანონპროექტზე, არამედ თავად იყო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი;

() სწორედ კომისიამ წარადგინა 2020 წლის 25 ივნისს მთავრობის სხდომაზე კანონპროქტი და ასევე, კომისიის თავმჯდომარე და წევრი წარადგენენ კანონპროექტს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე;

() 2020 წლის 25 ივნისს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა კანონპროექტები და მთავრობამ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარდგინების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ჯერ-კიდევ 2020 წლის 25 ივნისს იყო კომისიისთვის ხელმისაწვდომი;

() საქართველოს მთავრობამ კომისიის დასაბუთებული მოთხოვნით (კომისიის წერილი -20-03/2048, 24/06/2020) და წარდგინებით მიიღო განკარგულება (N 1102, 1/07/2020) კანონპროექტებთან დაკავშირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების და კანონპროექტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებებისგან გათავისუფლების შესახებ, მაშინ როდესაც შეხვედრისას კომისიამ ავტორიზებულ პირებს გაგვიჩინა მოლოდინი, რომ ასეთი დოკუმენტის მიღების/გაცნობის შესაძლებლობა გვექნებოდა კანონპროექტის სამუშაო განხილვებისას.

ფაქტია, ოპერატორები მოატყუეს. ამ ფაქტს საიას თავმჯდომარესულხან სალაძე ასეთ შეფასებას აძლევსამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მაშინ როცა არ იყო შეფასების დოკუმენტი მომზადებული,  არ იყო სწორი ნაბიჯი.  ვამბობდით მაშინაც და ვამბობთ ახლაც. ეს კანონპროექტი არ ირიცხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტების ჩამონათვალში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გასულიყო. რატომ გაჩნდა ასე სწრაფად და რა მიზეზებით, ამაზე არგუმენტირებული პასუხი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ პროცესი თავიდანვე არ იყო გამჭვირვალე:

თავად პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდან, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დაინტერესებული მხარეები ჩართული არ იყვნენ, პირველ რიგში ისინი, ვისაც ეს ეხებოდა. ოპერატორებმა არ იცოდნენ მთავრობას რა კანონპროექტი შეჰქონდა. მერე გაირკვა, რომ მთავრობის სახელით კი შემოვიდა, მაგრამ რეალურად მომხსენებელი კომუნიკაციების კომისია იყო. საჯარო დისკუსიაში კომისია ღიად ნაკლებად საუბრობს, რომ ეს  კავკასუს ონლაინის გამო გააკეთეს, თუმცა, აღნიშნული პროცესი კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით, რამდენიმე თვით ადრე იყო დაწყებული.

ეს სერიოზული საკითხი იყო, ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის კომუნიკაციების კომისია და ეკონომიკის სამინისტრო. თუკი, კანონმდებლობის ანალიზს აკეთებ და ფიქრობ, რომ ეს პრობლემატური საკითხია, რატომ არ ხვდება არც წლიურ ანგარიშში და არც საზოგადოებას ესაუბრები ამ პრობლემის შესახებ?!

საკითხი ნამდვილად სერიოზული გახლავთ, რადგან კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები  ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის კონტროლის საკმაოდ სახიფათო  მექანიზმს შეიცავს, რაც გულისხმობს კომპანიაში დროებითი, სპეციალური მმართველის შეყვანას.


(გაგრძელება)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები