| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბახვი ჰესის პროექტს გურიაში ამერიკულ კომპანია განახორციელებს.
ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან“ მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.
"მემორანდუმი გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის - „ბახვი 1“ -ის მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც COVID-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ მოაწერეს.
მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი 1“ - ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss