| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის 40%-იანი წილის გასხვისებას გეგმავს. მყიდველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა კონკურენციის სააგენტომ უკვე გასცა.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური აგენტების მიერ წარმოდგენილი შეტყობინება - სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ და შპს „გნ კოს“ მოსალოდენელი კონცენტრაციის თაობაზე - თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
კონკურენციის სააგენტოს თანხმობის მოპოვების პირობით, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, როგორც მყიდველი, სს „ევექსის ჰოსპიტლებისგან“ შეიძენს შპს „გნ კო“-ს წილთა 40%-ს, რომელიც წარმოადგენს შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეს.
„წარმოდგენილი შეტყობინებით სს „ევექსის ჰოსპიტალებს“, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელს სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებაში, არ ექნება შპს „გნ კო“-ში კონტროლის ან წესდებით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებული უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონცენტრაციის შეფასების მეთოდოლოგიით ბაზრის მსხვილ მოთამაშეს სს „ევექსის ჰოსპიტალებს“ აკლდება შპს „გნ კო“ და მასთან დაკავშირებული მეწარმე სუბიექტების შემოსავლების მოცულობა, რაც ქმნის შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონცენტრაციის შემცირების მოცემულობას.
სააგენტოს მიერ, ბაზრის მოცულობის, კომპანიების წილობრივი განაწილებისა და კონცენტრაციის ინდექსის გამოსათვლელად, გამოყენებულ იქნა 2019 წელს (წინა ფინანსური წელი) მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქ. თბილისის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული ამბულატორიული და სტანციონალური მომსახურების სანაცვლოდ გადარიცხული თანხები. შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოირკვა შემდეგი: 2019 წელს, ქ. თბილისის მასშტაბით, სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზრის მოცულობა შეადგენდა 824 754 170 ლარს. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა 248.75 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სააგენტოში წარმოდგენილი შეტყობინებით დაგეგმილი კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი მცირდება და შეადგენს 241.2 ერთეულს.
დამატებით, სააგენტომ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის გამოთვლა განახორციელა სტაციონალური მომსახურების ბაზარზე საწოლ-ფონდების რაოდენობის გათვალისწინებით. შედეგად გამოირკვა, რომ 2019 წელს, ქ. თბილისის მასშტაბით, საწოლ-ფონდების საერთო რაოდენობა შეადგენდა 7 189 ერთეულ, ხოლო კონცენტრაციის ინდექსი 788.67 ერთელს. შეტყობინებით დაგეგმილი კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, განსახილველი ინდიკატორის გათვალისწინებით, ინდექსი მცირდება და შეადგენს 654.89 ერთეულს” - განმარტა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss