ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნება
21 აგვისტო, 2020, 11:55
თიბისის მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

თბილისი (GBC) - სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. „ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

„ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

„რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა.  აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად,“ - ამბობს მერიკო გუბელაძე.

„ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები