ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლავროვი: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია
21 აგვისტო, 2020, 11:41
ლავროვი: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია

თბილისი (GBC) - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლება უახლოესი მომავლის საკითხია.

ამის შესახებ რუსეთის მთავარმა დიპლომატმა გაზეთ „ტრუდ“–თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მინდა იმედი ვიქონიო, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია. ველოდებით სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ავიარეისების გახსნას სხვა მიმართულებებითაც“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა. აღნიშნულ განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა 2019 წლის 21 ივნისს საღამოს მოაწერა ხელი. ეს გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამეს უკავშირდებოდა.

ავიამიმოსვლის აკრძალვამდე, რუსეთიდან საქართველოში დღე–ღამეში 20–ზე მეტი ავიარეისი სრულდებოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები