ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
COVID-ის პირობებში საქართველოს ბანკმა წლის I ნახევარი მოგებით დაასრულა
20 აგვისტო, 2020, 18:11
COVID-ის პირობებში საქართველოს ბანკმა წლის I ნახევარი მოგებით დაასრულა

თბილისი (GBC) - პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბანკმა წლის პირველი ნახევარი მაინც მოგებით დაასრულა. ბანკის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მოგება 14 მლნ ლარია, 93%-ით შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (209,1 მლნ).

წლის პირველი ნახევარი ძირითადად მეორე კვარტლის 114 მლნ-იანი (წლიური ზრდა 7%) მოგების ხარჯზე დაბალანსდა. პირველი კვარტალი კი ბანკმა, ცნობილი მიზეზების გამო (ისევე როგორც მთლიანად საბანკო სექტორმა) 100 მლნ-იანი ზარალით დახურა.

2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა საპროცენტო შემოსავლების სახით 175 მლნ. ლარი მიიღო, -8,6% 2019 წლის მონაცემებთან (193 მლნ.) შედარებით, 6 თვეში კი ეს მაჩვენებელი 372 მლნ ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (381 მლნ.) შედარებით 2%-ით ნაკლებია.

2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა საკომისიო შემოსავლების სახით 73 მლნ. ლარი მიიღო, რაც 2019 წლის მონაცემებთან (40 მლნ.) შედარებით 34%-ით ნაკლებია. ამავე დროს საკომისიო შემოსავალმა 6 თვეში 73 მლნ, ლარი შეადგინა (-14.6%).

2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა სავალუტო ოპერაციებისგან  შემოსავლების სახით 22,7 მლნ. ლარი მიიღო (-25%).  წლის პირველ ნახევარში კი შემოსავლები ამ მიმართულებით 53,5 მლნ ლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

1 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ბანკა 12,5 მლრდ. ლარის სესხები გასცა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან (10,5 მლრდ) შედარებით 19.1%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში ბანკში 11,5 მლრდ. ლარის ანაბრებია განთავსებული, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდან (8,8 მლრდ.) შედარებით 30,8%-ით მეტია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები