| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - დოლარი საუკეთესო „ვალუტა–თავშესაფარია“, მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ვარდნისა მსოფლიო ვალუტების კალათასთან მიმართებაში, - ამის შესახებ CNBC იუწყება Morgan Stanley–ს ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით.
ეკონომისტების აზრით, აშშ–ში არსებული დაბალი განაკვეთები გარკვეულ სარგებელს ქმნიან ინვესტორებისთვის, რის გამოც დოლარი იაპონურ იენასა და შვეიცარიულ ფრანკთან უპირატესობას ფლობს.
ინვესტორებს შესაძლებლობა ეძლევათ დაბალშემოსვლიანი ვალუტა ისესხონ, როგორიცაა დღეისთვის დოლარი და პროცენტული სხვაობის მისაღებად მაღალშემოსავლიან აქტივებში დააბანდონ. ამასთან, გაურკვევლობის შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაყიდონ აქტივები და დააბრუნონ ნასესხები ვალუტა, რაც მის გამყარებას უწყობს ხელს.
CNBC–ს ცნობით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ–ში შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობა შესაძლოა ცუდად აისახოს დოლარზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss