| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კორპორაცია Apple–ის აქციების ჯამურმა ღირებულებამ ბირჟაზე 19 აგვისტოს საღამოს ვაჭრობაზე პირველად გადააჭარბა $2 ტრლნ–ს. iPhone–ის მწარმოებელი პირველი ამერიკული საჯარო კომპანია გახდა, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა.
ორი წლის წინ Apple პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირველ ტრილიონამდე საწარმომ დაახლოებით 38 წელი გაიარა – ბირჟაზე გამოჩენის დღიდან. Apple–ის შემდეგ მილიარდიანი ზღვარი Amazon–მა, Microsoft–მა და Alphabet–მა (Google) გადალახეს. მანამდე $2–ტრილიონიანი მწვერვალი საუდის არაბეთის ნავთობკომპანიამ Saudi Aramco–მ დალაშქრა – ეს 2019 წლის დეკემბერში მოხდა. დღეს არაბული გიგანტის კაპიტალიზაცია შემცირებულია.
ბირჟაზე სესიის დახურვის მომენტში Apple–ის ერთი აქციის ფასმა $462,83 შეადგინა. სულ, თავისუფალ ბრუნვაში კომპანიას 4,7 მლრდ აქცია აქვს გაშვებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss