ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წმინდა ექსპორტი 7 თვეში მხოლოდ $1,08 მლრდ-ია
19 აგვისტო, 2020, 22:37
წმინდა ექსპორტი 7 თვეში მხოლოდ $1,08 მლრდ-ია

თბილისი (GBC) - 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ  1,76 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 16.8%-იან ვარდნას ნიშნავს.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 61.6%-ია. "საქსტატის" მონაცემებით, მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 1,083 მლრდ დოლარ გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (206.9 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (142.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (118.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 203.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს.

 მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 129.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 106.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.9 პროცენტი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები