| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართველი ფერმერები თხილის კარგ მოსავალს და უკეთეს შემოსავალს ელიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, მოსავალი საქართველოში წელს 50 000 ტონას მიაღწევს.
თხილის გადამამუშავებელი საწარმოები იმედოვნებენ, რომ წელს გაზრდილი იქნება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც და 1 კგ თხილზე ფასი კიდევ 3 ლარით მოიმატებს.
სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედარზე მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი მეთხილეები წელს რეალიზებული თხილიდან 300-400 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს
აქტიურად მიმდინარეობს თხილის მოსავლის აღება აჭარაშიც. აქ ადგილობრივი ფერმერები 5 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია.
მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი კარგ მოსავალს ხელისუფლებისა და ფერმერების ერთობლივ ძალისხმევას მიაწერს. "მოსავლის ხარისხი გაცილებით მაღალია. ფერმერები ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ არის შემუშავებული. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გამართული მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართული თხილი კონკურენტუნარიანი იყოს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss