ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სანავთობო ბიტუმის იმპორტი წლიურ 31%-იან ვარდნას აჩვენებს
19 აგვისტო, 2020, 14:47
სანავთობო ბიტუმის იმპორტი წლიურ 31%-იან ვარდნას აჩვენებს

თბილისი (GBC) - მიუხედავად იმისა, რომ სანავთობო ბიტუმის იმპორტი ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვან ვარდნას აჩვენებს. შემცირებულია იმპორტი წლის პირველ ნახევარშიც.

ივლისში ქვეყანაში იმპორტირებულია 16,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი (ივნისთან შედარებით +3,2%, წლიურად -16,6%).

იმპორტის 68,9%  (11,1 ათასი ტონა) აზერბაიჯანიდან, 26,1% (4,2 ათასი ტონა) - ერაყიდან, 5,0% (0,8 ათასი ტონა) - რუსეთიდან არის შემოტანილი.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სულ იმპორტირებულია 57,2 ათასი ტონა  სანავთობო ბიტუმი, 31,1%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იმპორტის 59,3% (33,9 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე; ერაყი - 19,6% (11,2 ათასი ტონა), ირანი - 13,3% (7,6 ათასი ტონა),  რუსეთი - 5,6% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,6% (0,9 ათასი ტონა),  გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,3% (0,2 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება COVID-19-ს უკავშირდება, პანდემიამდე პროდუქტის ძირითადი იმპორტიორი ირანი იყო. შეგახსენებთ, რომ ირანი ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო, საზღვარი ჩაკეტა. ამ დროისთვის სანავთობო ბიტუმი, რომელიც ასფალტის წარმოებისთვის ერთ-ერთი ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, ალტერნატიული ბაზრებიდან შემოდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები