| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტი 2018-მა ბაზარი საბოლოოდ დატოვა.
კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება უკვე გამოიცა. თანამდებობიდან გათავისუფლდა ლიკვიდატორიც.
საფინანსო სექტორში რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა შეამცირა. კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა. 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო, სებ-ის ბოლო მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე 40 კომპანიაა დარჩენილი, ლიკვიდაციის პროცესში კი 11-ია.
სებ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისოებ-ის შემცირებით კონკურენცია არ მცირდება. "მეტი რაოდენობის მიკროსაფინანსო არ ნიშნავს მეტ კონკურენციას. კონკურენცია მაშინ შეიქმნება როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიქმნება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორმა წლის მეორე კვარტალი 29 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss