| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული $1,310 მლრდ-ის ინვესტიციებიდან, $634 მლნ ანუ, მთლიანი მოცულობის 48,4% მოდის რეინვესტიციებზე.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში - მაშინაც კი, როდესაც ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს აღემატებოდა,
რეინვესტირების მაჩვენებელი მაინც უფრო დაბალი იყო.
მაგალითად, 2017 წელს ინვესტიციების დონე 2019-ზე მაღალი იყო - $1,978 მლრდ, თუმცა რეინვესტირების მაჩვენებელი მხოლოდ $616 მლნ იყო.
წინა წლებში მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო - 2013 წელს ინვესტიციებმა $1,039 მლრდ შეადგინა, რეინვესტირებამ - $277 მლნ. 2014-ში - $1,873 მლრდ და $323 მლნ, 2015-ში - $1,7 მლრდ და $157 მლნ, 2016-ში - $1,6 მლრდ და $311 მლნ, 2018-ში - $1,3 მლრდ და $434 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების მკვეთრი ზრდა სწორედ 2017 წელს დაიწყო, ე.წ. „ესტონური მოდელის“ ძალაში შესვლის შემდეგ - ის რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან განთავისუფლებას გულისხმობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss