ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Galt&Taggart: ფულადი გზავნილები იზრდება, ექსპორტი მცირდება
18 აგვისტო, 2020, 11:44
Galt&Taggart: ფულადი გზავნილები იზრდება, ექსპორტი მცირდება

თბილისი (GBC) - 2020 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 188.7 მლნ დოლარია, 22%-ით მეტი ვიდრე 2019 წლის ივლისში.

ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა უმეტესი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+3.6%), იტალია (+34.4%), აშშ (+40.6%) და საბერძნეთი (+19.2%). ამასთან, კლება აღინიშნებოდა ისრაელიდან (-1.9%). 2020 წლის შვიდ თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 0.3%-ით შემცირდა და 957.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

პარალელურად ვალუტის შემოდინების სხვა წყარო - ექსპორტი - მცირდება. 2020 წლის ივლისში ექსპორტი წლიურად 21.6%-ით შემცირდა და 254.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2020 წლის 7 თვეში, ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავდროულად შემცირებულია იმპორტიც - 14,3%-ით, 442 მლნ. დოლარამდე. 7 თვეში იმპორტის ვარდნა წლიურად 17,9%-ია და 4.3 მლრდ დოლარია.

შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 18.6%-ით შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები