ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch-ის BB რეიტინგის შენარჩუნებაში წვლილი სებ-საც მიუძღვის
17 აგვისტო, 2020, 18:28
Fitch-ის BB რეიტინგის შენარჩუნებაში წვლილი სებ-საც მიუძღვის

თბილისი (GBC) - FitchRatings-ის მიერ საქართველოსთვის BB რეიტინგის შენარჩუნებაში თავისი წვლილი ეროვნულ ბანკსაც აქვს შეტანილი.

ქვეყნის მთავარი ბანკირი რეიტინგის შენარჩუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სარეიტინგო სააგენტოს მიმოხილვას იშველიებს.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 5 აგვისტოს ზედიზედ მესამედ, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.0%-მდე შეამცირა. პოლიტიკის განაკვეთი მარტში 9.0% იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციური ზეწოლის კლების საპასუხოდ, შეარბილა. ნავთობის ფასების ვარდნისა და სუსტი მოთხოვნის პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მეორე ნახევარში კლებას განაგრძობს. 2020 წლის აპრილში 6.9%-ის პიკის შემდგომ, ივლისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა. Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2020 წელს, საშუალოდ 4,9%-იქნება, და 2020 წლის ბოლოს, ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად, 3.5%-ს მიუახლოვდება.

Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა დაეხმარა საქართველოს წინა საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში და შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სადაგამხდელო ბალანსის რისკების თავიდან არიდებას. კოვიდ 19-ის პანდემიის საპასუხოდ, სებ-მა შემოიღო მაკროპრუდენციული ზომები და ზომიერად ჩაერია სავალუტო ბაზარზე, რითაც გაცვლითი კურსის მერყეობა შეარბილა.

Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა დაეხმარა საქართველოს წინა საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში და შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სადაგამხდელო ბალანსის რისკების თავიდან არიდებას", - წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები