ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის აეროპორტში ბიზნესის მოზიდვა იგეგმება
17 აგვისტო, 2020, 17:22
ქუთაისის აეროპორტში ბიზნესის მოზიდვა იგეგმება

თბილისი (GBC)  - აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში კომერციული საქმიანობით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის იწვევს.

აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, გაერთიანება აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს.

ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. პროცესები ყველა ეტაპზე წარიმართება სრულად გამჭვირვალედ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) მზად არის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.

დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.

კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად,  სხვადასხვა ლოკაციაზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები