| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სატყეო კულტურების კოლექციას ახალი სახეობები დაემატა.
ამ დროისთვის კოლექციაში 88 სახეობაა დაცული, მათ შორისაა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.
ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექციაში წითელი ნუსხის 20 სახეობაა დაცული, მათ შორის ისეთი უნიკალური სახეობები როგორიცაა უთხოვარი, საღსაღაჯი, ხემარწყვა, თურანულა და სხვა.
მსოფლიოში უდიდესი ადგილი სწრაფმზარდი მერქნიანი სახეობების გამრავლებას და პლანტაციური მეურნეობების განვითარებას უკავია. ჯიღაურაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ბაზაზე საზღვარგარეთიდან შემოტანილია ვერხვის სწრაფმზარდი 25 ფორმა, რომელზეც მიმდინარეობს კვლევები, საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის ადაპტირებული საუკეთესო ფორმების შესარჩევად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss