ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG -ის ეკოსისტემები რეგიონში ლიდერია - SME Banking Club -ის აღიარება
14 აგვისტო, 2020, 20:34
BOGG -ის ეკოსისტემები რეგიონში ლიდერია -  SME Banking Club -ის  აღიარება
თბილისი (GBC) - SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა. SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები