ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უნაღდო ხარჯვა საქართველოში გაიზარდა
14 აგვისტო, 2020, 14:57

თბილისი (GBC) - რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში მცირედი  გაიზარდა და 31% შეადგინა.

უნაღდო ხარჯვის ზრდა სურსათსა და ფარმაციაზე სტაბილურად მაღალია და აგვისტოს მეორე კვირაში 33% და 36% შეადგინა.

ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის  ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით  შემცირდა და აგვისტოს მეორე კვირაში y/y +25% შეადგინა.

გართობაზე დანახარჯები გაუმჯობესებას განაგრძობს და ცვლილებამ y/y -24% შეადგინა.

 ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა რეგულაციების შერბილების შემდეგ და აგვისტოს მეორე კვირაში +19% შეადგინა.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა და ცვლილებამ y/y +25% შეადგინა.

გასული კვირა შედარებით ძლიერი იყო უნაღდო დანახარჯებისთვის ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე და წლიურმა ცვლილებამ 15% შეადგინა, წინა კვირის 12%-თან შედარებით.

 წინა კვირასთან შედარებით, გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და y/y +10% შეადგინა

პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და +27% შეადგინა, ხოლო სხვა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვის წლიური ზრდა კვლავ ნეგატიურია და -6%-ია.

 მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები შემცირებულია (y/y +19%), წინა კვირის მაჩვეებელთან შედარებით (y/y +25%).

 აგვისტოს მეორე კვირაში საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად -13%-ით შემცირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები