| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტექსტილის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარების მიუხედავად, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიან ექსპორტში ($1.08 მლრდ) მცირეა. ტექსტილის ნაწარმი საექსპორტო საქონლის პირველ ხუთეულშიც კი არ შედის. სამკერვალო ინდუსტრიის სუსტი მაჩვენებლები სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს. 6 თვეში (H1/2020) ექსპორტირებულია $37 მლნ -ის.
ტექსტილის ექსპორტის სტატისტიკა: H1/2020 / Q2/2020 ($)
მაისურები, ჰუდები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ნაქსოვი - გატანილია იანვარ-ივნისში $20 მლნ -ის, აპრილ-ივნისში - $8
მლნ .
კოსტიუმები, ტრიკოტაჟი, ნაქსოვი (მამაკაცი/ბიჭის)სა -
7 / 3 მლნ.
კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - 4,5 /0.375 მლნ
ბლუზები, პერანგები და ბატნიკები ქალის ან გოგონასი, ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - 2,7 / 1,5 მლნ. დოლარი
სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 1,2 / 1 მლნ
პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის -
857 000/ 599 000
კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები (ქალი) - 278 000 /142 600
კოსტუმები, კომპლექტები (მამაკაცი) - 160 000 /41 000
პალტო, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი - იანვარ-ინვისი პერიოდში - 115
300 დოლარის. ეს ნაჩვენებელი ემთხვევა მე-2 კვარტლის მონაცემებს, რადგანაც
პირველ კვარტალში ამ პროდუქციის ექსპორტი არ მიმდინარეობდა
პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა
- 104 000 / 7 000
საქართველოდან წლიურად ექსპორტზე $70 მლნ -ის ტექსტილის პროდუქცია გადის. საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია, არა მხოლოდ საქართველოს სხვა საექსპორტო საქონელთან, არამედ სხვა ქვეყნების ტექსტილის ინდუსტრიის მაჩვენებლებთან შედარებით.
კამბოჯის მაგალითი მოვიხმოთ, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბესი ქვეყნის, სადაც 1 სულ მოსახლეზე მშპ $1 504 -ია მოსახლეობის რაოდენობა კი 16 მლნ (საქართველოზე 4.3-ჯერ ნაკლები მოსახლეობა-3.7 მლნ; მშპ 1 სულ მოსახლეზე - $4 700). ეკომომიკური ჩამორჩენილობის მიუხედავად, ქვეყანა ბოლო პერიოდში სამკერვალო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი გახდა.
2019 წელს კამბოჯიდან ექსპორტზე 9,5 მლრდ. აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა,
ხოლო დარგში დასაქმებულ
ადამიანთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა.
საქართველოს წლიური მაჩვენებელი, კამბოჯას ანალოგიურ მაჩვენებელს 135-ჯერ ჩამორჩება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss