| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრიზისი
შესაძლოა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევა, არამედ განახლების და წინსვლის შანსი
- განაცხადა სადაზღვევო კომპანია GPI Holding -ის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ სტამბოლიშვილმა.
„ამ ეტაპზე სადაზღვევო ბაზრის მე-2 კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა
არ გამოქვეყნებულა, ამიტომაც კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ძნელია. თუმცა, ცალსახაა,
რომ პანდემიის გამო დანაკარგები იქნება. სავარაუდოდ, კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება“- მიიჩნევს ის.
განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მცირე კომპანიები აღმოჩნდნენ,
ასევე შესამჩნევია ვარდნა ისეთ სეგმენტებში, როგორც ავტოტრანსპორტის და ქონების დაზღვევა.
შედარებით სტაბილურია სიტუაცია სამედიცინო დაზღვევის კუთხით, რადგანაც ამ სერვისი შენარჩუნებას
ყველა ცდილობს.
„მაგრამ ამ დარგშიც გვაქვს
დანაკარგები - განსაკუთრებით
მცირე და საშუალო კომპანიების კორპორაციული დაზღვევის მხრივ, ასევე ტურიზმთან დაკავშირებულ
სექტორებში. ძნელი სათქმელია როგორი იქნება სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა წლის ბოლოსთვის.
მცირე კომპანიებს რა თქმა უნდა, უფრო გაუჭირდებათ, თუმცა, მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ“ - ამბობს თინა სტამბოლიშვილი.
მისი თქმით, არსებული მდგომარეობა არის მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის ყველაზე
შესაფერისი დრო, და GPI Holding სირთულეების დაძლევას ახალი სტრატეგიით გეგმავს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი
პორტფელის შენარჩუნებას და დისტანციური სერვისების გაძლიერება - ეს მიმართულება ჩვენი კონკურენტული
უპირატესობაა, და ციფრული
განვითარების დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ასი ათასობით დაზღვეული შეუფერხებლად იღებდა
მომსახურებას ლოკდაუნის პერიოდშიც
კი“ - განაცხადა კომპანის მენეჯერმა.
GPI Holding ამ ეტაპზე უცხოელ კონსულტანტებთან ერთად მუშაობს
ახალ კონცეფციაზე, რომელიც მართვის თანამედროვე, თანამშრომლების ნდობაზე დამყარებული
სისტემის შექმნას გულისხმობს.
ცვლილებები კომპანიის სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს, თანამშრომლებს კი საშუალებას
მისცემს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით იმუშაონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან.
ტრანსფორმაციის პროცესში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს და დახვეწოს ციფრული
არხები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, კომპანიის 750 თანამშრომელი
სახლიდან მუშაობს. გამართული ციფრული
პლატფორმების საშუალებით
კი კომპანიამ 300 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა.
GPI Holding ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერია სააქციო კაპიტალის ოდენობით - ₾32.03 მლნ (Q1/2020 -ის მდგომარეობით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss