ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩაკეტილი მესტიის მომარაგებას პავლიაშვილი გააკონტროლებს
11 აგვისტო, 2020, 16:49
ჩაკეტილი მესტიის მომარაგებას პავლიაშვილი გააკონტროლებს
თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია.
„სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს.

ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები