| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მესტიის მუნიციპალიტეტის 20 სასტუმრო საკარანტინო სივრცეებად მოეწყო. კარანტინში 518 მოქალაქეა გადაყვანილი, მათ შორის 343 მესტიის სასტუმროებში. 171 მოქალაქე კი აჭარის საკარანტინო სივრცეებში.
საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.
ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია რამდენიმე სასტუმრო, სულ 340 ნომრით, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, 158 თავისუფალი..
სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.
ტურისტული სეზონის რამდენიმედღიანი დატვირთვის შემდეგ, მესტია უშგული და ლენჯერი, საკოორდინაციო საბჭოს ორშაბათის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. საკარანტინო ზონაში ახლადგამოვლენილი 17 ინფიცირებულის covid კონტაქტებს სწავლობენ. გაფართოებულ PCR ტესტირებაში მედიკოსების 10-ზე მეტი ჯგუფია ჩართული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss