| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “ჯეო ჰოსპიტალმა“ ქსელში COVID-19 პანდემიის პრევენციული ღონისძებების განახლებულ რეკომენდაციებთან შესაბამისობაზე ვიდეო კონფერენცია ჩაატარა.
ონლაინ-შეხვედრაზე დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის ტესტირებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ წესების დანერგვაზე იმსჯელეს.
განიხილეს სამედიცინო ცენტრებში პაციენტთა იზოლაციის, საკარანტინო ზონების შექმნის და ადამიანთა ნაკადების უსაფრთხო გადაადგილების საკითხები.
"ჯეო ჰოსპიტალსი" თანმიმდევრულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს - COVID-19 თან დაკავშირებულ განახლებულ პრევენციული ღონისძებების , დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პერიოდულ სავალდებულო ტესტირებას, ასევე იცავს პერსონალის უსაფრთხოების წესებს.
რეგულაციები ქვეყნოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეფუძნება.
ქსელის კლინიკებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს უწყვეტი ტრენინგი: თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატში.
უწყვეტი სწავლების მე-3 ეტაპზე ტესტური სწავლება 500 მდე ექთანმა გაიარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად უსაფრთხოების დოკუმენტაცია მთელი ქსელის მასშტაბით განახლდა .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss