| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თუკი ის ადამიანი ხართ, ვისაც მიაჩნია, რომ საკუთარი მანქანა ბევრად კომფორტულია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ შენახვა ნამდვილად არ არის იაფი სიამოვნება, თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. რამდენჯერ გაგფუჭებიათ მანქანა, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდათ სად უნდა წასულიყავით შესაკეთებლად, საბოლოოდ რაღაც ხერხებით სასურველი ხელოსნისთვის მიგიგნიათ, მაგრამ წარმოუდგენლად შეუსაბამო თანხა დაგიხარჯავთ შესაკეთებლად.
თუ ავტომობილი გყავთ ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხართ ელიავას ბაზრობაზე ხელოსნის დაბარებული ნაწილების შესაძენად, მაგრამ წარმოდგენა არ გქონიათ თუ რა პროდუქტს ყიდულობთ და ვერც იმას აფასებდით ძვირი გადაიხადეთ თუ არა. ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა კომპანია CARU, რომელიც სწორედ ასეთი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს. ვებგვერდის მეშვეობით ავსებთ განაცხადს, ავტოასისტენტს მიჰყავს თქვენი მანქანა და უკეთებს დიაგნოსტიკას. შემდეგ გიკავშირდებათ, გაყენებთ საქმის კურსში და თანხმდებით ოპტიმალურ ხარჯთაღრიცხვაზე, რომელშიც შედის ხელობისა და ნაწილების ხარჯი. თანხის გადარიცხვის შემდეგ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ უნდა დაელოდოთ თქვენს ავტომობილს, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად გაკეთებული დაგიბრუნდებათ.
„CARU არის პლატფორმა,
რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ავტომფლობელებსა და ავტომობილებში ძალიან კარგად გარკვეულ ადამიანებს. მომხმარებელი საკუთარი ავტომობილის მოვლას ანდობს მასზე გამოცდილ ადამიანებს, რომლებსაც სერვის მენეჯერები ჰქვიათ. თავიდან მომხმარებელთან
მარტო ვმუშაობდი და
სტარტაპის განვითარებასთან ერთად დავიმატე სერვის მენეჯერები. თუ გაქვს
ცოდნა ამ ბიზნესში შეგიძლია მანქანა გააკეთო იაფად და ხარისხის თვალსაზრისით შეიძლება ბევრად სჯობდეს ორმაგ ან თუნდაც სამმაგ ფასში გაკეთებულ ავტომობილს. თუ მძღოლს აქვს სპეციფიკური ცოდნა თუ როგორ მოუაროს ავტომობილს ავტომატურად მცირდება მოვლის ხარჯიც, მაგრამ მძღოლების უმეტესობამ ეს დეტალები არ იცის და არც სჭირდება. სწორედ ამისთვის არსებობს CARU, რადგან ჩვენ
ვიცით როგორ გავუიაფოთ მომხმარებელს ავტომობილის შენახვა,“ - ყვება „CARU”-ს
დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე.
CARU წელს შევიდა
უკრაინის ბაზარზეც და საქართველოს მსგავსად გეგმავს სრულად შეცვალოს ავტოსერვისის მომსახურება და მომხმარებლის ქცევა. საერთაშრისო ბაზარზე კომპანიას ბევრი გამოწვევა ელოდება და გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ისინი 500 Startups-ის აქსელერაციის
პროგრამაში მიიღებენ ამ პროცესის მარტივად მართვაში დაეხმარებათ.
„500 Georgia-ს
შესახებ ტექნოპარკისგან გავიგე და პროგრამაში მონაწილეობისათვის შევავსე განაცხადი. მეორე ეტაპზე, გასაუბრების გავლის შემდეგ დამიკავშირდნენ და ასე ჩაერთო „CARU“ აქსელერაციის პროგრამაში.
საქართველოს ბანკის, ტექნოპარკისა თუ ზოგადად კერძო სექტორის ჩართულობა სტარტაპების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა სტარტაპის ცხოვრებში დგება დღე, როდესაც შემდგომი განვითარებისათვის საჭიროა დამატებითი რესურსები. პირველ რიგში, ჩვენი კომპანიისთვის, ვფიქრობ, რომ აქსელერაციის პროგრამა არის შესაძლებლობა გავიდეთ უცხოურ ბაზრებზე, ხოლო გამოცდილება რომელსაც მივიღებთ დაგვეხმარება მარტივად გადავჭრათ ჩვენს ბიზნესში არსებული გამოწვევები,“ - ამბობს ნიკა აბაშიძე.
მოკლედ, თუ გყავთ ავტომობილი და ცუდად ერკვევით მის მოვლაში, მაშინ ეს სტარტაპი ნამდვილად თქვენთვისაა. CARU დაგეხმარებათ თავი
აარიდოთ ისეთ დამღლელ და თქვენთვის გაუგებარ საქმიანობას, რომელსაც მანქანის ხელოსნებთან კომუნიკაცია ჰქვია. უბრალოდ
ეწვიეთ კარუს ვებგვერდს, შეავსეთ მარტივი განაცხადი და სახლში მშვიდად დაელოდეთ თქვენს შეკეთებულ ავტომობილს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss