ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG აბაშაში ლოკოკინების ფერმას აფინანსებს
10 აგვისტო, 2020, 15:41
BOGG აბაშაში ლოკოკინების ფერმას აფინანსებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აგრო მეურნეობის წახალისებას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 1 ჰა ტერიტორიის ფართობზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება. პროექტს შპსაისბერგიახორციელებს. ფერმის ამოქმედების შემდეგ ფერმაში წელიწადში 7 ტონამდე ლოკოკინას მოყვანა იქნება შესაძლებელი. ლოკოკინას გამოყენება მოხდება როგორც სამკურნალო მიზნებისათვის, ასევე დელიკატესის სახით და ის   ექსპორტზე იტალიაში გავა.

 

„მოხარული ვართ,  რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი ძალიან  საინტერესოა იმით, რომ კომპანია წარმოებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლოკოკინის, საერთაშორისო ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა,  საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.   

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები