ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეგიონის სასტუმროები თბილისელებით დაიტვირთა
7 აგვისტო, 2020, 15:31
რეგიონის სასტუმროები თბილისელებით დაიტვირთა
თბილისი (GBC) - TBC-capital-ს კვლევის თანახმად, შიდა პანდემიის შემდეგ შიდა ტურზმის განვითარებამ საკურორტო ქალაქებში სასტროენის მდგომარეობა მცირედით გააუმჯობესდა, ყველაზე დიდი ზარალი კი თბილისზე მოდის.

COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 2.7%-ია, ზღვისპირეთში 6%, კახეთში 19% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 11% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით)

ივლისის ფაქტობრივი დატვირთლობა მსხვილ სასტუმროებშ ზღვისპირეთისათვის 16%-ს შეადგენდა, 20%-ს სხვა რეგიონებისათვის და 37%-ს კახეთისათვის. ეს აგვისტოს თვეში ჯავშნების მოსალოდნელ ზრდაზე მიანიშნებს.
ცვლილება დატვირთულობაში მსხვილ სასტუმროებში: გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 %პ), კახეთის (+4 %პ) და სხვა რეგიონის (+2 %პ) სასტუმროებისთვის, ხოლო თბილისში შედარებით სტაბილურია.

გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია და საშუალოდ 67%, 38% და 22%-ს შეადგენს კახეთის, სხვა რეგიონების და ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის, შესაბამისად.
სასტუმროების ნაწილო კლიენტების მოზიდვას ფასდაკლებებით ცდილობს - მაგალითად, კახეთის მსხვილი სასტუმროების საშუალო დღიური ფასი აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო დანარჩენ სასტუმროებში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები