ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთის ბიზნესაქტივობა 20 წლიან მინიმუმზეა
5 აგვისტო, 2020, 17:34
რუსეთის ბიზნესაქტივობა 20 წლიან მინიმუმზეა

თბილისი (GBC) - მცირე და საშუალო ბიზნესი რუსეთში დიდ საფრთხეშია - 2020 წლის მე-2 კვარტალში კერძო ბიზნესის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა - წერს გერმანული გაზეთი Handelsblatt.

კორონაკრიზისის ეკონომიკური შედეგებიყველაზე მეტად მეწარმეებმა იწვნიეს. სამეწარმეო შემოსავლების წილი მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების სტრუქტურაში -  3,5%-მდე შემცირდა, კორონაკრიზისამდე 5% იყო. ვარდა 40%-ია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პუტინის მმართველობის პერიოდში.

თუმცა, ეს მხოლოდ სიმართლის ნაწილია - მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად, შემოსავლები სხვა დარგებსაც შეუმცირდა. მთლიანობაში ვარდნამ 8%-ია..

„2 კვირის წინ მე საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ვიყავი, დღეს კი - მიკრობიზნესს მივეკუთვნები“  - განაცხადა საბავშვო კაფეების ქსელისანდერსონი“- მფლობელმა ანასტასია ტატულოვამ, რომელმაც პუტინს ეკონომიკის მხარდაჭერის თხოვნით უკვე მიმართა. მისი მოლოდინით კრიზისს  ბევრი კომპანია ვერ გადაიტანს.

მე ჩემი ბიზნესის გადარჩენა მოვახერხე იმით, რომ წილი მსხვილ ბიზნესს მივყიდე, მაგრამ ბევრმა ეს ვერ მოახერხა, და გაკოტრდა. ნაწილი კი ჩრდილში გადავიდა“ - განაცხადა მან.

კორონაკრიზისმა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებული ტრენდი დააჩქარა - სამეწარმეო შემოსავლების წილი მუდმივად მცირდება, მათ შორის იმიტომაც, რომ კრემლმა ეკონომიკის დიდი ნაწილის ნაციონალიზაცია მოახდინა. დღეს რუსეთის ეკონომიკის 70% სახელმწიფოს ხელშია.

2017 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის შენატანი რუსეთის მშპ-ში 22% იყო, დღეს კი - მხოლოდ 20,2%-ია. ექსპერტების აზრით, 2019 წელსაც ეს მაჩვენებელი შემცირდა - ოფიციალური სტატისტიკა 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ რუს მეწარმეებსმომაკვდავი ფენაუწოდა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები