| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) -Ryanair-მა ივლისში მსოფლიო მასშტაბში ფრენების 40% აღადგინა. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Q1/2020 -ის ფინანსური ანგარიშით, კვარტლის დანაკარგმა 185 მლნ ევრო შეადგინა. covid პანდემიის პერიოდი ავიაგადამზიდავმა „ არსებობის 35 წლის მანძილზე ყველაზე რთულ გამოწვევად? შეაფასა.
ავიარეისების 99% ამ პერიოდში გაუქმდა, ხოლო მგზავრების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 მლნ.-დან 500 000-მდე შემცირდა.კარანტინის პერიოდში ავიაკომპანიამ ძირითადი აქცენტი სარეპატრიაციო, სამედიცინო, და სამაშველო რეისებზე გააკეთა.
შედეგად ავიაკომპანიის შემოსავალი 95%-ით, 2,3 მლრდ.-დან 125 მლნ. ევრომდე შემცირდა.ივლისში Ryanair-მა ფრენები განაახლა, და 2019 წლის ივლისის 40%-ს მიაღწია. ავიაკომპანიის მენეჯმენტი აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 60%-ამდე, ხოლო სექტემბერში 70%-მდე ზრდას გეგმავს.
Ryanair ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საავიაციო ბაზარი კრიზისიდან უახლოესი 2-3 წელში ვერ გამოვა - მსხვილი ავიაკომპანიები ფრენებს ამცირებენ, ეს კი Ryanair-ს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იაფ ავიაკომპანიას, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.
Ryanair-მა პირველი რეისი მარსელის მიმართულეებით 2019 წლის 7 ნოემბერს შეასრულა და covid -ის შემდეგ არ განუახლებია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss