ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აფეთქებული ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში მიდიოდა
5 აგვისტო, 2020, 12:01
აფეთქებული ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში მიდიოდა

თბილისი (GBC) -ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუტში 4 აგვისტოს აფეთქდა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან ქალაქის ნავსადგურში ინახებოდა.მისი კონფისკაცია იმავე წლის სექტემბერში მოხდა.


საშიში ტვირთი ხომალდს Rhosus- გადაჰქონდა  - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცის უმაღლეს საბჭოზე დაყრდნობით ადგილობრივი ტელეარხი LBCI იტყობინება.


აღმოჩნდა, რომ გემი, რომელზეც 2 750  ამონიუმის ნიტრატი იყო დატვირთული, საქართველოდან, კერძოდ კი ბათუმის პორტიდან გავიდა. რეისის საბოლოო წერტილი მოზამბიკი იყო.


2013 წლის სექტემბერში Rhosus ტექნიკური პრობლემების გამო ბეირუტის პორტში დაუგეგმავად გაჩერდა. შემოწმების შემდეგ ხომალდს ნავსადგურიდან გასვლა აეკრძალა, ჩამორთმეული საშიში ტვირთი კი  პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შესანახად გადაიტანეს.


მოგვიანებით მისი უტილიზება იგეგმებოდა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს 7 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა.

მეზღვაურების ინფორმაციით, ხომალდის მფლობელი კვიპროსში მცხოვრები რუსი მეწარმე იგორ გრეჩუშკინი იყო. მათი თქმით, ბიზნესმენი გაკოტრდა, და მან ამის გამო გემი ფაქტიურად უპატრონოდ მიატოვა. იურისტებმა და კრედიტორებმა Rhosus-ის დასაპატიმრებლად 3 ორდერი მიიღეს. სადღეისოდ ხომალდი მოლდავეთის დროშის ქვეშ ცურავს.

ბეირუტში დაკავების დროს გემის ეკიპაჟი 8 უკრაინელი მეზღვაურისგან შედგებოდა.

ქალაქ ოდესის მეზღვაურთა დახმარების ფონდის დირექტორის ნატალია კლამის თქმით, ეკიპაჟის წევრებმა გემი იძულებით დატოვეს, და უკრაინის საელჩოსთვის მიმართვის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდნენ.

ბოლოს ლიბანის დედაქალაქში Rhosus-ის ადგილმდებარეობა სწორედ იმ ნავმისადგომთან დაფიქსირდასადაც მოგვიანებით აფეთქება მოხვდა.


4 აგვისტოს ამონიუმის ნიტრატის 27500 ტონა ლიბანის დედაქალაქის პორტში აფეთქდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის 78 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი დაზარალდა.


აფეთქებამ, რამდენიმე შენობის ფასადი ჩამოანგრია, ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები და ოფისები კი სერიოზულად დააზიანა.

გამოძიების ვერსიით,. ნავსადგურის თანამშრომლებმა იმ საწყობის გამაგრება გადაწყვიტეს, სადაც ტვირთი ინახებოდა. შედუღების დროს ნივთიერება აფეთქდა.

ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ლიბანის თავდაცვის საბჭომ ბეირუტი უბედურების ზონად გამოაცხადა, და მთავრობას 2 კვირით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით მიმართა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ნივთიერების წარმოშობის შესახებ - ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფეთქებადსაშიში მასალა ბათუმში ჩაიტვირთა, თუმცა, იყო ის საქართველოში წარმოებული თუ არა  - უცნობია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები