ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გოცირიძე გვენეტაძეს ღუზის ჩაგდებას ურჩევს
4 აგვისტო, 2020, 19:15
გოცირიძე გვენეტაძეს ღუზის ჩაგდებას ურჩევს
თბილისი (GBC) - ვალუტის შემოდინებების დეფიციტის და ექსპორტის კლების პირობებში, ეკონომიკის სტიმულატურად სებ-ის გადაკვალიფიცირებას ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის მთავარი ეკონომისტი რომან გოცირიძე.

სებ--ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვასა და ფასების სტაბილურობაზე უნდა იზრუნოს, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და სამომავლოდ ეკონომიკის ბუნებრივი მასტიმულირებელი იქნება. შესაბამისად გოცირიძე, მონეტარული პოლიტიკის 8.5%-მდე შემცირებაზე მპკ-ს აპრილის გადაწყვეტილებას არ ამართლებს და მაინც იმედის აქვს, რომ 5 აგვისტოს კომიტეტი განაკვეთს აღარ შეამცირებს.

გოცირიძე ლარის გაუფასურების და იმპორტის გაძვირების საფრთხეებსაც ხედავს. ეკონომიკის ინექციით სტიმულირება არამართებულად ეჩვენება და ცენტრალურ ბანკს ურჩევს მთავრობის დინებას კი არ მიყვეს , ღუზის ფუნქცია შეასრულოს. მისი თქმით, წლიური ინფლაციის 5.7%-მდე შემცირება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ინფლაციის კლების მოლოდინზე და მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობაზე სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჯერ კიდევ მაისში თქვა, როცა ზოგიერთ სურსათზე ფასის დროებით მატებაზე განაცხადა და გარდაუვალი კლების მოლოდინზე, რადგან გლობალურად, პანდემიის გამო მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირება აღინიშნება, რაც საქართველოზეც აისახება.

შესაბამისად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდა გამორიცხულია. დროებითი გაძვირება კი მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო კომპანიების ხარჯების ზრდამ განაპირობა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები