ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის
4 აგვისტო, 2020, 10:34
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის

თბილისი (GBC) - დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.

სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ.

შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.

უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი უპირატესობაა. ციფრულ საფულეზე მიბმული ბარათის მონაცემები, მხოლოდ კონკრეტულ აპლიკაციაში მუშავდება და არ ხდება მისი სერვესზე შენახვა. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია კი ერთჯერადი დინამიური კოდით ხდება. უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალსიწინებით, მომხმარებელი სრულიად დაცულია შესყიდვის პროცესში და მისი ბარათის მონაცემზე არავის აქვს წვდომა. გარდა ამისა, მოწყობილობის დაკარგვის, მოპარვისა თუ სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაისც კი Apple Wallet სრულიად დაცულია, რადგან Apple გადახდის შესასრულებლად იყენებს Touch ID-ს, Face ID-ს, ან პაროლს, მოდელის შესაბამისად და მასზე წვდომა მხოლოდ მოწყობილობის მფლობელს აქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა რასაც apple მომხმარებელს სთავაზობს, არის გადახდის შესრულება ინტერნეტის გარეშე.

გადაიხადე Apple Pay-ით და ისარგებლე პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათის უპირატესობით!

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ apple pay-ის გვერდს http://www.apple.com/apple-pay/

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები