ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა
3 აგვისტო, 2020, 11:27
ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა
თბილისი (GBC) – სესხების სუბსიდირების პროგრამით (25 ივნისს ჩაირთო), იპოთეკური სდაკრედიტების ზრდას G&T-ი წლის მე-2 ნახევარში ელის. აპრილის და მაისის კლების შემდეგ (19 მლნ ლარამდე , -94.9%Y.Y და ₾40 მლნ ლა -88.8% წ/წ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ), ივნისში ტემპი შემცირებულია (164 მლნ ლარის გაცემა; -45.5% Y.Y გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).

გაზრდილი რისკების საპასუხოდ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოურ ვალუტაში საშუალო შეწონილმა (სშ) განაკვეთმა ივნისში 6% შეადგინა (+2.1%პ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით), ხოლო ლარში გაცემულ იპოთეკური სესხების განაკვეთმა ივნისში 12.8% შეადგინა (+1.2 პპ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით).

„ჩვენი აზრით, იპოთეკების გაცემა გაიზრდება 2020 წლის მე-2 ნახევარში, ვინაიდან მთავრობის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდიის სქემა პირველად ბაზარზე ბინებზე მოთხოვნას გაზრდის“, - მიიჩნევენ „გალტ ენდ თაგარტში“.

შეგახსენებთ, სუბსიდიის პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ პერიოდში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება პროცენტის სუბსიდირება 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება დეველოპერების მიერ გაყიდულ ბინებზე და შეეხება 200,000 ლარამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები