| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო ბანკის დაფინანსებით "ზოდის“ ქვის საწარმომ დაზგა-დანადგარები შეიძინა, რაც მთის ლოდების დამუშავებისდა საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) წარმოების საშუალებას აძლევს.
კომპანია ადგილობრივ ბუნებრივი ქვას 2018 წლის მე-2 ნახევრიდან ამუშავებს (ბაზარზეა 2007წლიდან) . ინვესტიცია 3 მლნ ლარია, საიდანაც 2.5 მლნ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილი დაფინანსებაა.
პარტნიორი ბანკი პანდემიის მიუხედავად კომპანიის ქსელის გაფართობაზეც აღნიშნავს.
„საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss