ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მზესუმზირა 10 000 ლარით დაჯარიმებაზე აცხადებს
24 ივლისი, 2020, 18:42
მზესუმზირა 10 000 ლარით დაჯარიმებაზე აცხადებს
თბილისი (GBC) - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩაიშალა, მზესუმზირა დაჯარიმდა , - მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა მზესუმზირა მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი - ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავაჯრიმდებოდით.

ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია. ბილეთების დაბრუნების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბილეთი, ჩვენი მომდევნო ივენთისათვის

მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია!

უახლოეს დღეებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას.

გვიყვარხართ და გვჯერა, რომ მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.

სიყვარულით,
მზესუმზირა
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები