ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფარგა მტვარს უბრუნდება
21 ივლისი, 2020, 17:45
თბილისი (GBC) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ფონდი „გარემო და განვითარება” საქართველოში სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის - ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტს ახორციელებს.

ფონდის „გარემო და განვითარება” თავმჯდომარის, თემურ ტყემალაძის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 1 000-მდე ერთეული 5-7 სმ. ლიფსიტა შემოიყვანეს და ტბორში 16-31 სმ-მდე გაზარდეს.
.
ველური ბუნების სააგენტოს მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფარგას სადედე ჯოგის მიღება, რომლის გამრავლების შემდეგ, მდინარე მტკვრის ზედა მხარისა და კრწანისის ტყეპარკის ტბორების დათევზიანებაა გათვალისწინებული. .

ფარგა სპორტული თევზაობის საინტერესო ობიექტია. თუმცა, ბევრ ქვეყანაში სარეწაო მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ფარგას პოპულაცია საქართველოს წყლებში თითქმის გაწყდა, სწორედ ამიტომ, ფარგაზე თევზაობისას, მნიშვნელოვანია თევზაობის მეთოდის „დაიჭირე და გაუშვი” დაცვა.

ველური ბუნების სააგენტოს, 2016 წლიდან, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის თევზების მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სააგენტო გეგმავს, ფარგას, როგორც კასპიის ზღვის აუზის პოპულაციის, ასევე, შავი ზღვის აუზის ლიფსიტების შემოყვანას, გამრავლებას და ბუნებაში აღდგენას.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები