ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო
21 ივლისი, 2020, 15:32
ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

ჯორჯიან მანგანეზმასაფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

 

ჯორჯიან მანგანეზმასაფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა კომპანიის თანამშრომლებსა დაფაბრიკა 25-ის მოსახლეობას შორის გაიმართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, ანგარიში 3:3 გახდა, თუმცა დამატებით დროშიჯორჯიან მანგანეზმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და მატჩი 4:3 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, სიმბოლური დიპლომები კი საუკეთესო თავდამსხმელ ზაალ ფხალაძეს და მეკარე რეზო გამყრელიძეს.

წლების განმავლობაში, აქ, ამ არაჩვეულებრივ რეგიონში, არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად ამხანაგურ მატჩებს სისტემატურად მართავდნენ. ეს ძალიან კარგი ტრადიცია, სამწუხაროდ, ბოლო წლებში დაიკარგა და მოხარული ვარ, რომჯორჯიან მანგანეზმადღეს ის განაახლა. ასეთი აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რეგიონის ახალგაზრდებს ახლა ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.


ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სტადიონი, სადაც დღეს ამხანაგური მატჩი ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ განვაახლეთ. ამჟამად ჯორჯიან მანგანეზი სხვა მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს.
ვფიქრობთ, წელს, ჯამში, ჩვენს მიერ ჭიათურაში 4 სტადიონის კეთილმოწყობა მოხდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ მათი თანადგომით, მათთან ერთად ვგეგმავთ განვავითაროთ ქუჩის ფეხბურთი, სპორტის სხვა სახეობები... ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს“,- აღნიშნაჯორჯიან მანგანეზისდირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შემდეგი ამხანაგური მატჩი სამ კვირაში გაიმართება.







მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები