ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
"ყველა ახალგაზრდას ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას" - მინისტრი
21 ივლისი, 2020, 14:43
ყველა ახალგაზრდას ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას - მინისტრი
თბილისი (GBC) - დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტის და ქორწილის გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია, - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის, დასაქმებულებისთვის, მათ შორის ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, ივენთ მენეჯერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნებისა თუ სასტუმროებისთვის, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, მათ შორის ის, რომ ასეთ ღონისძიებებზე 100 ადამიანზე მეტმა არ უნდა მოიყაროს თავი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების ლიბერალიზაცია და პრაქტიკულად, ძალიან მცირე სფერო დარჩა, სადაც შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ასევე მზადდება პროტოკოლი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქაც ლიბერალური მიდგომები იქნება გამოყენებული.

„თუმცა მეორე მხრივ, ვირუსი არსად გამქრალა, მძვინვარებს და მსოფლიო ახალ, სამწუხარო ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ჩვენ გარკვეულწილად გავხსენით საზღვრები მონიტორინგის ქვეშ, ხდება ბიზნესვიზიტორების შემოსვლა, ნაწილობრივ დავუშვით რეგულარული რეისები. მაგრამ თუ გვინდა, რომ შემდგომში მხოლოდ ამ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი საქმიანობა გახსნათ და არ მოგვიხდეს ისევ უკან დახევა, რა თქმა უნდა, საიფრთხილე და დიდი სოცოალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები