ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Apple Pay - მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის VISA და Mastercard ბარათებით
21 ივლისი, 2020, 13:39
Apple Pay - მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის VISA და Mastercard ბარათებით
თბილისი (GBC) - ამიერიდან, Apple Pay-ს გადახდებით სარგებლობა ბაზისბანკის Mastercard ბარათებითაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკის მომხმარებელს უკვე აქვს Apple Pay-ს სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების შესაძლებლობა.

Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას.

iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი, აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე, ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება. Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები