ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოცნების ქალები პროპორციულ სიაში გამოჩნდება
20 ივლისი, 2020, 20:46
ოცნების ქალები პროპორციულ სიაში გამოჩნდება

თბილისი (GBC) - მაჟორიტარობა სპეციფიურ უნარებს მოითხოვს, - "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა კახა კალაძემ, იმედზე განაცხადა, რომ პარტიის წარდგენილი ყველა კანდიდატი გატესტილია ერთმანეთში და ოპონენტებთან მიმართებაში. მას ყველა მათგანის I ტურშივე გამარჯვების იმედი აქვს.

30 მამაკაცში, რატომ 1 ქალი, კითხვაზე კალაძემ უპასუხა, რომ ნინო ლაცაბიძე მაჟორიტარებში კი ერთადერთი ქალია, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება ბევრი. აღნიშნამეტი ქალი ჩართულობის თაობაზე მმართველი პარტიის გაცხადებულ პრიორიტეტზე და დანაპირების შესრულებაზე , - " დაველოდოთ სიას" .

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია დაიწყო და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები:
დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი
ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი
ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი
სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი
კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი
ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი
მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი
გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი
რეგიონებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი
დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი
ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი
ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი
გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი
გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი
ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი
ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი
სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი
ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი
პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი
ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი
გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი
გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი
ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი
ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი
რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი
ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი
ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები