| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერმა, სს „ბიჯეო ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის დივიდენდები არ განაწილდება. მიზეზი ეკონომიკური კრიზისი და სებ-ის შეზღუდვებია.
ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცხადდა, რომ კომერციული ბანკების მიმართ, კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება კოვიდ 19-ის პირობებში, ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად და ვინაიდან, წესდების თანახმად მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა კრება, “ბიჯეომ” განიხილა რამდენიმე საკითხი და გადაწყვიტა, დაამტკიცოს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ; ასევე დირექტორატის ფინანსური აუდირებული ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ.
იმავდროულად მიიღო გადაწყვეტილება მოგების განაწილების შესახებ.
“ქვეყანაში და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ამ პერიოდში მოქმედ კაპიტალის განაწილების შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლის მოგება დივიდენდის სახით არ იქნას განაწილებული”, - განმარტავს “ბიჯეო”.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss