ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IndustriALL Global Union-მა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა
20 ივლისი, 2020, 12:54
IndustriALL Global Union-მა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა

თბილისი (GBC) - შვეიცარულმა ორგანიზაცია IndustriALL Global Union-მაჯორჯიან მანგანეზისსაქმიანობა დადებითად შეაფასა

ჯორჯიან მანგანეზმადასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგაკომპანიის ხელმძღვანელობამ  ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა ჩამოაყალიბა,“ - ასე აფასებს შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი კომპანიის ბოლო პერიოდის საქმიანობას.

შვეიცარულმა ორგანიზაციამჯორჯიან მანგანეზსოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია:

ბატონო ნიკოლოზ და ბატონო თამაზ,

IndustriALL Global Union-ის სახელით, რომელიც წარმოადგენს 50 მილიონზე მეტ მუშაკს 140 ქვეყანაში სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობაში, მინდა მოგილოცოთ სოციალური დიალოგის დადებითი განვითარება, რაც საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების მუშაკებმა და შპსჯორჯიან მანგანეზისხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

მოხარული ვარ, რომ ორივე მხარე მონაწილეობს სემინარებში, რომელიც მოიცავს სოციალურ დიალოგს, მათ შორისაა IndustriALL Global Union-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრები და შედეგებზე  ორიენტირებული რეგულარული შეხვედრები. შედეგად, ახალი კოლექტიური ხელშეკრულებების შესაბამისად, გაუმჯობესდა 5,500 მუშაკის სოციალური პირობები და იურიდიული გარანტიები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის სამთო-მომპოვებელ და გადამამუშავებელ ქარხანაში, მათ შორის, წლიური ხელფასების ინდექსაციით, პრემიების შემოღებით, ხელფასის გაზრდით, ზეგანაკვეთური სამუშაოების და ღამის ტარიფების დადგენით და ფასიანი შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდით.

ასევე მოხარული ვარ, რომ კომპანიასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და გადაწყდა, რომ მთავრობისგან მიღებული პირადი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილი მოხმარდეს კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის ხარჯებს, დარჩენილი თანხები კი განაწილდეს მუშაკებს შორის.

გისურვებთ გააგრძელოთ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნამდვილი სოციალური დიალოგის შემდგომი განვითარება მშრომელთა და დამსაქმებლის ურთიერთ სარგებლობისთვის.

გარდა ამისა, მე დიდი ყურადღებით ვაკვირდები კომპანიის გარემოსდაცვითი ღონისძიებების მცდელობებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას, მათ შორის მანგანუმის მოპოვების შემდეგ მიწის მოსწორება-აღდგენა, მაღალი ხარისხის ჰაერ-გამწმენდი სისტემების და ჰაერის მონიტორინგის სადგურის მონტაჟი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, ჭიათურის ქუჩების ყოველდღიური დასუფთავება და მორეცხვა დაბინძურების შესამცირებლად, საგზაო ტრანსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება და რკინიგზით სარგებლობის გაზრდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან და ჭიათურის სამთო და გადამამუშავებელი ქარხნიდან მადნის ტრანსპორტირების მიზნით, - ნათქვამია წერილში.

ჯორჯიან მანგანეზისსპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა ის, რომ IndustriALL Global Union-ის შეფასება ამდენად დადებითია.

მინდა IndustriALL Global Union-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს გამოხატული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადო. მიმაჩნია, რომ გასული წლების განმავლობაშიჯორჯიან მანგანეზსადა საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებს სწორი მიმართულებით განვითარების გზა ჰქონდა არჩეული. ეს ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა!

ჯორჯიან მანგანეზისთვისპროფკავშირებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ორი მხარის ერთობლივად მუშაობამ ბევრი მიმართულებით ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.

კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მუშაობის შედეგად, მართლაც გაუმჯობესდა ჩვენი დასაქმებულების შრომითი და სოციალური პირობები.

ჯორჯიან მანგანეზიმზად არის, პროფკავშირებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და სოციალური დიალოგის შემდგომი განვითარება კვლავ გააგრძელოს, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

საქართველოს მეტალურგიის, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, მათჯორჯიან მანგანეზთანერთად არაერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნეს, რომლის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.

ამაყები ვართ, რომ ჩვენ IndustriALL Global Union-ის წევრები ვართ. ამ ორგანიზაციის ყველაზე მთავარი ფასეულობა არის ხარისხიანი სოციალური დიალოგი, რომელიც ურთიერთობებზე და მის შედეგებზეა გათვლილი.

IndustriALL Global Union-ის სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი ეთმობა იმას, რომ მუშაკებს კოლექტიური მოლაპარაკებები ასწავლოს და კომპანიასთან მიმართებაში აგრესია ნაკლებად იყოს, პრიორიტეტული კი მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესი გახდეს. ორგანიზაცია მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ორმა მხარემ ურთიერთობების უმაღლეს ფორმაში აყვანა შევძელით. ჩვენჯორჯიან მანგანეზთანერთად არაერთი პლატფორმა შევქმენით და ამ პლატფორმის განვითარებაზე ვზრუნავთ.

ვულოცავჯორჯიან მანგანეზსწარმატებას და ჩვენც ასევე დიდი სიამაყით ვიღებთ ამ წარმატებას. IndustriALL Global Union-ის  მიერ ჩვენ მიმართ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულეთ და ამან ორ მხარეს შორის სოციალური დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.“ - აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.

შვეიცარული ორგანიზაცია IndustriALL Global Union-, რომლის სათაო ოფისიც ჟენევაშია, სამთო, ენერგეტიკისა და წარმოების მრეწველობის დარგებიდან 140 ქვეყანაში  50 მილიონზე მეტ მუშაკს აერთიანებს.

IndustriALL Global Union-, უპირველეს ყოვლისა, თანამშრომლობს არაერთ მსხვილ კორპორაციასთან და მათთან მოლაპარაკებებს გლობალურ დონეზე აწარმოებს.

IndustriALL Global Union- იმ ახალი ეკონომიკური და სოციალური მოდელისთვის იბრძვის, რომლისთვისაც ადამიანი პრიორიტეტია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები