ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
Bmatch - რა იცვლება სავალუტო ბაზარზე
20 ივლისი, 2020, 12:35

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს. 1 ოქტომბრიდან სისტემა Bmatch პლატფორმაზე გადაინაცვლებს.
„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის ახალი წესის მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა. ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი, თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთ დაცვა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და სხვა პირობები. დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით. სავალუტო ბაზარზე მოქმედებების მაღალი სტანდარტების დასაცავად ბანკები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამის ორგანიზაციულ მოწყობასა და IT ინფრასტრუქტურას“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ახალ პლატფორმაზე გარიგების დადებამდე განაცხადის ავტორის ვინაობა ანონიმურია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, სისტემაში კონტრაგენტის რისკების მართვა მონაწილეების მიერ განსაზღვრული ლიმიტების საშუალებით, ხოლო დადებული გარიგებების აღსრულება ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად ხდება.
Bmatch პლატფორმაა ამ ეტაპზე უკვე იყენებს 15 ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1 მსხვილი კომპანია და უცხოური საინვესტიციო ფონდი. ~
სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს. ეს უზრუნველყოფს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს.
სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გააფორმონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss