| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ჩართულობით საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget შემოდის. ბრენდი 23 ქვეყანაში, 63, 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს.
2 ვარსკვლავიანი სასტუმრო Ibis Budget Concert Hall ახვლედიანის ქუჩაზე აშენდება. 5 სართულიანი შენობა 4 700 მ2 -ზე განთავსდება. 158 ნომრიანი სასტუმროს კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი ადგილი ექნება. Ibis Budget Concert Hall-ის 50 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ბიუჯეტი - $7.7 მილიონია, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია.
„საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად 2021 წელს საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შემოდის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss