ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო
17 ივლისი, 2020, 13:34
ჯორჯიან მანგანეზმა დარკვეთის ტერიტორიაზე ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისი (GBC) - "კაციტაძეები 1"-ის კარიერის მთლიანი ფართობი, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკურ რეკულტივაციას ექვემდებარება, 8,4 ჰექტარს შეადგენს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკულტივაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი დასრულება, დაახლოებით, 10 დღის ვადაში იგეგმება.

ჯორჯიან მანგანეზისთვისეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება ჭიათურის რეგიონში და მთლიანადჯიემშიერთ-ერთი მთავარი საქმე და მიზანია. კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 130 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია მოახდინა, მათ შორის, გარკვეული ნაწილის ბიოლოგიური რეკულტივაცია. აღნიშნული პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, სანამ ძველი პირობები და დაზიანებული ნიადაგი არ გაუმჯობესდება. ასევე, რა თქმა უნდა, თანმდევი პროცესია ახალგადახსნილი ნიადაგების აღდგენა და პირვანდელ სახემდე მიყვანა. წლების განმავლობაში ტერიტორიებზე რეკულტივაცია არ ხდებოდა, სამუშაოები ქაოტურად მიმდინარეობდა, ბოლო სამ წელიწადში კი სარეკულტივაციო სამუშაოები ძალიან დიდ ტერიტორიაზე განხორციელდა“, - აღნიშნაჯორჯიან მანგანეზისსპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ტექნიკური რეკულტივაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მიწის ბიოლოგიური რეკულტივაციისთვის მომზადება დაიწყება, ტერიტორია შემოიღობება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის გამწვანდება. გასულ წელს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები საერთო მასშტაბით 50 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განხორციელდა, მათ შორის, რგანში 27- კარიერი, .. საბუეს კარიერის ტერიტორია, თურმანაულის კარიერი და .. წელს უკვე ორი პროცესი იქნება პარალელურად - ერთი არის ასევე 50 ჰექტარი დამატებით ტერიტორიის ტექნიკური რეკულტივაცია, ხოლო შემოდგომაზე წინა წელს ტექნიკურად რეკულტივირეულ ფართებზე გამწვანება და ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოების ჩატარება“, - აცხადებსჯორჯიან მანგანეზისგარემოს დაცვის დირექტორი, ირაკლი ნოზაძე.

ჯორჯიან მანგანეზისთვისგარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც, სახელმწიფოს წინაშე აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულების ფარგლებში, გეგმურად ასრულებს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები