ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
ბანკების კაპიტალში არარეზიდენტების წილი გაზრდილია
16 ივლისი, 2020, 17:36

თბილისი (GBC) - მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში“- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სებ-ი შეაქო მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გეგმაზომიერად გამოყენების ნიშნით, თუმცა მოიხმო ის ინსტრუმენტი, რომელმაც კარგად ვერ იმუშავა. ბანკებისთვის შეთავაზებული სავალუტო ოფციონი მხოლოდ სტაბილურო კურსის შემთხვევაში მუშაობდა. მოკლევადიანი ლიკვიდობის სამართავად ბანკებისთვის უფრო იაფი და კომფორტული კი აღმოჩნდა, მაგრამ ხანმოკლე პერიოდით.
ინსტრუმენტი მხოლოდ ₾/$ ბოლო 20 დღის საკურსო მაჩვენებელზე დაბალი კურსისას გამოყენებოდა. ბანკებმაც წლის დასაწყისში გამოიყენეს, როცა ლარი მყარდებოდა და სებ -ი რეზერვებს აგროვებდა. თებერვალში 136 მლნ ლარის იფციონები გაანაღდეს, სებ-მა სავალუტო ოფციონებით და 3 აუქციონით, კი სულ, $101.3 მლნ შეისყიდა.
კოვზანაძემ 2019 წლის სებ-ის საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა, რომ კურსის ცვალებადობა, რაც მოწოდებული უნდა იყოს გარე შოკების შთანთქმისთვის, ყოველთვის ვერ აღწევდა სასურველ მიზანს. შედეგად ლარი ზედმეტად გაუფასურდა, - კოვზანაძეს მხოლოდ 2019-ის ტრენდი არ უგულისხმია. მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ლარის უფრო ნაკლებად გაუფასურებას განაპირობებს და რომ გაუფასურება ფასებს ზრდის, რაზეც მისი თქმით სებ-ს თავისი არგუმენტები აქვს.
კოვაზანაძემ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დაბალ, 5.1% -იან დეფიციტზე აღნიშნა, თქვა, რომ ეს კარგია (2018 თან შედარებით 1/4 -ით, $300 მლნ-ით გაუმჯობესებულია) თუმცა არ უთქვამს კარგია თუ ცუდი, 2019 -ის მაღალი საკრედიტო აქტივობა,19.9%-იანი ზრდით, რაც მშპ-ს ნომინალურ ზრდაზე 1.5-ჯერ მეტია.
ეკონომიკაში საბანკო აქტივების 94.4% წილზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აქტივებში და სააქციო კაპიტალში არარეზიდენტი მესაკუთრეების 88.3% და 86.6%-იან თანამონაწილეობაზე, რაც უცხოური საბანკო კაპიტალისთვის საქართველოს მიმზიდველობას ადასტურებს და ადგილობრივების სისუსტეზეც მიანიშნებს.
კოვზანაძემ, არარეზიდენტები, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისიების ზრდის ნაწილშიც მოიხსენია. 2019 წელს, ამ მზარდ სექტორში არარეზიდენტ ინვესტორების 6.3-ჯერ გაზრდილ წილზე გაამახვილა ყურადღება. თქვა რომ, მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების პორტფელი ₾378 მლნ-მდეა გაზრდილი.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სებ-მა ბაზარს ადექვატური ზედამხედველობა გაუწია. კოვზანაძემ სებ-ის ძირითად მანდატზე გაამახვილა ყურადღება - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, რაც სებ-ის მთავარ ორიენტირად უნდა დარჩეს, ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშეწყობისას.
"ამასთანავე უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა;.ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ისე რომ ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ამ პასუხისმგებლობის ფონზე, ინფლაციასთან ბრძოლა 2019 წელს, ვფიქრობ რომ პრობლემატური იყო" - კოვანაძემ ინფლაციის 2019 წლის აღმავალი ტრენდი მოიხმო, ასევე ცალკეულ თვეების ვოლატილობაზე აღნიშნა, - "თუ იანვარში 12 თვიანი ინფლაცია მხოლოდ 2.2 % იყო, დეკემბერში 7% -ს მიაღწია. საშუალო წლიურ 4.9% -სა და წლის ბოლო პერიოდის დრონდელ 7%-ს შორისაც დიდი განსხვავება იყო. ასეთი დიდი განსხვავება 2013 წლის შემდეგ არ გვქონია".
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss