| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტს წლიური ანგარიშით (2019) წარდგენისას კითხვა მხოლოდ პაატა კვიჟინაძემ დაუსვა, ისიც არარელევანტური, ლარის კურსის მოსალოდნელ ტრაექტორიაზე,
რაზეც კობა გვენეტაძე რ პასუხობს ხოლმე, მაგრამ პანდემიის კრიზისის გაურკვევლობა გაითვალისწინა და უპასუხა, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს, რადგან სავალუტო ბაზარზე სებ-მა ნდობის ელემენტები შეიტანა.
საფინანსო ბაზრის ზედამხედველი, ინტერვენციების და აუქციონების გარდა, პირდაპირ სავალუტო ვაჭრობებშიც ჩარეულია, რაც ბაზარს ქაოსისგან იცავს. (თემურ გოცირიძემაც ჰკითხა, თუმცა იგივე საკითხზე, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა).
კობა გვენეტაძემ პანდემიის გამოწვევის მიმართ საქართველოს საბანკო სისტემის მაღალ იმუნიტეტზე აღნიშნა, სებ-ის დამსახურებით. ამასთან საკრედიტო აქტივობის გარდაუვალ შემცირების მოლოდინზე განაცხადა. თუმცა სექტორის სიჯანსაღე შენარჩუნდება და ეკონომიკის გამწევ ძალას შეინარჩუნებს.
სებ-ის პრეზიდენტმა 2020-ის საქართველოს -4% პროგნიზი გლობალურ - 5.9%-ს შეადარა, რომელიც განახლებამდე -3% იყო. მიაჩნია, რომ გლობალურისგან განსხვავებით საქართველოს პროგნოზი უფრო რეალისტურია. ის, ამ სიტუაციაში, ცდომილებას უშვებს, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში -4%-ს ძაან არ დაშორდება. პოზიტიური მოლოდინს ფულადი გზავნილების ივლისის დადებითი დინამიკაც უმყარებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss