ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის 0.3 მლნ-იანი ინვესტიცია სასტუმრო ბიზნესში
16 ივლისი, 2020, 16:09
BOGG-ის 0.3 მლნ-იანი ინვესტიცია სასტუმრო ბიზნესში

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესის“ მიმდებარე გზატკეცილზე 8 ნომრიანი, სასტუმრო აშენდა.

სასტუმროს  საკუთარი მარანი, სადეგუსტაციო კუთხე და რესტორანი აქვს. სასტუმროში მოგვიანებით საკონფერენციო დარბაზიც მოეწყობა. პროექტის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარია შეადგინა, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 350 000 ლარია. „მეღვინეობა ნეკრესს“ 15 ადამიანი ყავს დასაქმებული.

„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანიამ პატარა სასტუმროს აშენება და მასში მარნისა და რესტორნის განთავსება შეძლო. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები