ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნარმანიასთან შეთანხმება გოცირიძეს არა, მაგრამ გაზგამანაწილებელს მოუწევს
15 ივლისი, 2020, 18:08
ნარმანიასთან შეთანხმება გოცირიძეს არა, მაგრამ გაზგამანაწილებელს მოუწევს

თბილისი (GBC) - "რა ხდება 5%-იანი წილის გაყიდვაზე უნდა შევუთანხმდე ბატონ დავით ნარმანიას? ", - მარეგულირებლების, მათ შორის სემეკის უფლებამოსილების გაზრდით, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუარესების საფრთხეს ხედავს რომან გოცირიძე და შეშფოთებული რჩება. ცვლილების ინიციატორი ეკონომიკის სამინიტრო კი კმაყოფილი, ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯით.

"განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა/პრევენციის მიზნით" (განმარტებითი ბარათიდან) სემეკ-ი მის რეგულირებაში არსებული კომპანიის >5% წილის ტრანზაქციას დაბლოკავს, - ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო

კანონპროექტი, წილის გასხვისების მსურველ გამანაწილებელი კომპანიას, სემეკის საქმის კურსში ჩაყენებას ავალდებულებს და ინფორმირების მიწოდებას: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

სემეკ-ს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებაც აქვს, თუ მიწოდებული არ დააკმაყოფილებს. გადაწყვეტულებას შეტყობინების წარდგენიდან 3 თვეშიგადაწყვეტს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები