| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკტან პარტნიორობით, "აისი" თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის. სასტუმროში განთავსდება ქართული, ევროპული, აზიური რესტორნები, ორი აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი. პროექტის ფარგლებში მოხდა ისტორიული სტატუსის მქონე შენობის - სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე.
პანდემიის პირობებშიც კი კომპანიამ შეძლო მშენებლობის დაჩაქარებულ ვადებში გაგრძელება და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება. ბანკს COVID 19-ის პირობებშიც არ შეუწყვეტია პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 500 000 ევროა. სასტუმრო 80-ზე მეტი ადამიანს დაასაქმებს, როცა გაიხსნება.
„საქართველოს ბანკისთვის სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს. პანდემიამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას, რათა შევამციროთ პანდემიიის შედეგად გამოწვეული ნეგატიური გავლენა. ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას სექტორის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს არსებული, დიდი გამოწვევის წინაშე“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss